ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღვინჯილიების ოჯახს მერია დაეხმარება. მერიის პრესსამსახურის
ცნობით, ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ და ასევე ბინის ქირის თანხას გადაუხდიან.
შემთხვევის ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა იმყოფებოდა. მისი თქმით, დაზარალებულებს, 2019 წლის იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ, "უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში" ჩაერთონ.
ჭითაწყარში ღვინჯილიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა, გუშინ მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამავე თემაზე:
ჭითაწყარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
მასალის გამოყენების პირობები