ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გარე
განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მედიკოსები ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე უტარდება გამოკვლევები.
"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთ მამაკაცის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, რომელიც შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება კვლევის ფაზაში", - უთხრა რადიო "ათინათს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.
მომხდარზე შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები