ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კვლავ საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას
საავადმყოფოსი აგრძელებს. რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი ნეიროქირურგიული განყოფილებაში იმყოფება, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით.
სოფელ ახლსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ავტომანქანა გარე განათებას ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა.
მომხდარზე შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები