სენაკში, გუშინ დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" სენაკის საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა.
სენაკის ცენტრში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს.
შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
სენაკში მამაკაცი დაჭრეს
მასალის გამოყენების პირობები