შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდში
დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა. ამავე ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები