ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ხუბუების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო
სამსახური. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
დაზარალებულ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფულად დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები