ზუგდიდში, სილამაზის სალონი "ნეილ არტი" გვიან ღამით გაქურდეს. როგორც რადიო "ათინათს" სალონის დამფუძნებელმა სალომე ფარცვანიამ უთხრა, წაღებულია სტერელიზაციის აპარატი, ფრჩხილის
ლაქები და კომპიუტერი. ფარცვანია ვარაუდობს, რომ ქურდი სალონის ფანჯრიდან შეიპარა.
"არ ვიცით ჯერ კიდევ რა ნივთებია გატანილი. კარი დაკეტილი დაგვხვდა და ვვარაუდობთ, რომ ქურდმა სარკმლიდან შეაღწია. მგონი ყავის აპარატის გატანაც უნდოდა, თუმცა როგორც ჩანს ვერ მოახერხა", - ამბობს სალომე ფარცვანია.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები