TI- ის "სამოქალაქო საბჭოს" მიერ გამოვლენილი საჭიროებები წარმოადგინეს (ვიდეო)
17:05 / 16.11.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა მათ მიერ მოკვლეული პრობლემები დაასახელეს, რომელთა
გათვალისწინებასაც ისინი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ითხოვენ. ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სოფლებში არსებული პრობლემები ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილმა "სამოქალაქო საბჭომ" გამოავლინა.
"სამოქალქო საბჭოს" მიერ გამოვლენილი საჭიროებები უმეტესად სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ეხება. ამავე ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი გზის საფარის დაგებას, ავტობუსების პარკის განახლებას, ზებრა გადასასვლელების თავიდან მოხატვას, საბავშვო ბაღების, სათამაშო მოედნების, სკვერებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითხოვს.
"ჩვენ ამ დეტალური ჩამონათვალი, რომელსაც დღეს გამოვაქვეყნებთ, მივაწოდეთ მერიასაც და საკრებულოსაც. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს მათ, რომ გაითვალისწინონ მოქალაქეთა ეს ინტერესები და ასახონ ისინი მომდევნო წლის ბიუჯეტში. მით უმეტეს, მათ უნდა ჰქონდეთ პროგრამული ბიუჯეტი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მუხლების დეტალიზებული ჩაშლა მოხდეს", - ამბობს არჩილ თოდუა.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყო. ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 34 მილიონ 500 ათასი (ოცდათოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით განისაზღვრა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები