გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს (ვიდეო)
11:25 / 22.11.2018
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ზუგდიდის სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ
და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ. შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით კონკრეტული პირები ამომრჩევლებს აშინებენ და ცდილობენ მათ მოსყიდვას.
ოპოზიციის ინფორმაციით, სოფელ რიყეში პირადობის მოწმობების სანაცვლოდ შეშას არიგებენ, რასაც ორგანიზებას სამეგრელოში სატყეოს უფროსის მოადგილე მამუკა გაბელია უწევს
ქარდავა ასევე სოფელ შამგონაში ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლის რევაზ გაბუნიას მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს.
"სოფელში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ხმას ზურაბიშვილს არ მისცემენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. გარდა ამისა, სოფელ ჯიხაშკარში გამგებელი ავთანდილ მარღია ამომრჩევლებს ფქვილს ურიგებს, ასევე სოფელ ჭაქვინჯში არის მოსყიდვის ფაქტები", - თქვა ქარდავამ.
მან ჟურნალისტებს ზურაბიშვილის შტაბის წინ გადაღებული კადრები აჩვენა, რომელშიც მამუკა გაბელია და პოლიციის პიკაპებზე დალაგებული შეშა ჩანს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები