ზუგდიდში დაზიანებული სახურავების აღდგენის პირველადი სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ქარმა სახურავი დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
,,ძლიერმა ქარმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონებში დაწყებულია ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, ელექტროენერგიის მიმართულებით დამატებით ჯგუფებია მობილიზებული და ის დღის ბოლომდე ნაწილობრივ აღდგება"-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ.
ამავე ცნობით, ხვალ დილიდან აღდგენითი სამუშაოები ყველა პრობლემურ დასახლებაში დაიწყება.
სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში, ამ დროის მონაცემებით, 94-მდე საცხოვრებელ სახლს, დევნილების კომპაქტური ჩასახლების, რამდენიმე სკოლას და საბავშვო ბაღების შენობების სახურავები დააზიანა.
მასალის გამოყენების პირობები