ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება.
მინისტრის თქმით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.
„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვარში მიმართვიანობამ იმატა. მიმდინარე თვეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა, აქედან ხუთი დღესაც მკურნალობს.
ამავე თემაზე:
წითელას შემთხვევებმა ზუგდიდშიც იმატა
მასალის გამოყენების პირობები