დღეიდან, დილის 9 საათიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის რუსეთიდან გადმოქაჩვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია
„ჩერნომორენერგო“ თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგია გუდაუთას, გაგრას და სოხუმის ნაწილს მიეწოდება. დე ფაქტო რესპუბლიკის დანარჩენი ნაწილის მომარაგებას ენგურჰესი უზრუნველყოფს.
რუსეთთან აღნიშნული მოლაპარაკების განხორციელების შემთხვევაში 27 თებერვლიდან აფხაზეთში შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდების
შეზღუდვა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები