27 თებერვლიდან აფხაზეთს ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები შეწყდა, მას შემდეგ რაც მისი მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო.
ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მან ამ პროცესის ტექნიკური დეტალების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რუსეთიდან ელექტროენერგიას ისინი ქვესადგურ "ფსოუს" მეშვეობით იღებენ. ხოლო ქვესადგური "ბზიფი" გაგრის რაიონს და გუდაუთის ნაწილს ამარაგებს და ის მთლიანად გადართულია რუსულ ელექტროენერგიაზე. აფხაზეთის დანარჩენი ნაწილი "ენგურჰესიდან" მარაგდება. რუსული ელექტროენერგიის საფასური იმ დახმარების ფარგლებში დაიფარება, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უწევს", - თქვა ბასარიამ.
მისივე თქმით, მაინინგ ფერმები გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. ამავე ცნობით, ამჟამად აფხაზეთში 18 მაინერია, რომელიც სხვადასხვა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს.
"ჩერნომორენერგოს" მონაცემებით, თუ აფხაზეთში მოქმედი მაინინგ ფერმები წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ, მათ მიერ გახარჯული ენერგიის წლიური მოცულობა 70 მილიონ კილოვატ საათი იქნება. აფხაზეთი ზამთრის პერიოდში დაახლოებით 360 - 370, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 200 მეგავატს მოიხმარს", - განმარტა ბასარიამ.
"დღესდღეობით, ელექტროენერგიის დეფიციტი 70 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, სწორედ ამდენს მოიხმარენ მაინერები, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მათი საქმიანობის შეჩერების შესახებ", - დასძინა მან.
"აბხაზია ინფორმის"კითხვაზე, რატომ არ იზრდება ტარიფები მაინინგ ფერმების მფლობელებისთვის, როგორც ეს რუსეთში ხდება, ბასარიამ უპასუხა, რომ "სატარიფო პოლიტიკის მიმართ მიდგომა, გაწონასწორებული უნდა იყოს". მისი თქმით, ამჟამად "აფხაზეთში მოქმედი ტარიფები არათუ დაბალია, თვითღირებულებაზეც კი ვერ გადის".
მასალის გამოყენების პირობები