სოხუმი და დამასკო სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
სირიის არაბული და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკების ოლიმპიურმა კომიტეტებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გააფორმეს. შესაბამის დოკუმენტს ხელი სირიაში მოეწერა. მხარეებმა სპორტის ოლიმპიური სახეობების განვითარების და საერთაშორისო შეჯიბრებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს, წერს „აფსადგილი“.
სირიის მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გასული წლის მაისში აღიარა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.
მასალის გამოყენების პირობები