დღეს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება,
წერს „აბხაზია ინფორმი“.
ამავე ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, დაურ კოვე და სერგეი ლავროვი ორმხრივი თანამშრომლობის და „აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ“. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განსახილველ საკითხებს დაეთმობა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.
ფოტო: "ეხო კავკაზა"
მასალის გამოყენების პირობები