იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელთა რწმენით წმინდა ცეცხლი, თბილისის დროით, 15:31 წთ-ზე გადმოვიდა.
მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
სპეციალურად ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც ჩავიდნენ.
ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში გაავრცელებენ.
ამავე თემაზე:„წმინდა ცეცხლს“ იერუსალიმიდან სოხუმში ჩაიტანენ
მასალის გამოყენების პირობები