ზუგდიდის სკეიტ-პარკში განთავსებული მანათობელი - „მე მიყვარს ზუგდიდი“ გაურკვეველ ვითარებაში დაზიანდა. მერიაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ
ინფორმირებულები არიან და დაზიანებულ ასოებს, დაახლოებით, ერთ კვირაში აღადგენენ. ამავე ინფორმაციით, ასევე დამონტაჟდება ვიდეოთვალი.
„ზუსტად არ ვიცით როგორ დაზიანდა, ამიტომ ვგეგმავთ ვიდეოთვალის დამონტაჟებას უსაფრთხოების მიზნით“,- გვითხრეს მერიაში.
მანათობელის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარი გამოიყო. წარწერის სიმაღლე - 150 სმ, სიგანე კი 11-12 მეტრია.
მასალის გამოყენების პირობები