არჩილ თალაკვაძე: ენმ-ს მთავარ სამიზნედ ზუგდიდი აქვს არჩეული
მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგი გამართა.
ის "ნაციონალურ მოძრაობას" სააჩევნო გარემოს დაძაბვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ენმ-ს უამრავი აქტივისტი ჰყავს ჩამოყვანილი და მათი მთავარი ფუნქცია ზონდერობა იქნება.
"ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამუშაო მონაცემით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში აქვს გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს "ნაოცონალურ მოძრაობას" და სწორედ ამიტომ იმატა ბოლო დღეებში დაძაბულობამ მათი მხრიდან. ისინი გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით სურთ საზოგადოება შეამზადონ, რომ მათ კანდიდატს აქვს მაღალი მხარდაჭერა. ენმ-ს მობილიზებული ყავს ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და მათი მთავარი ფუნქცია იქნება ზონდერობა", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტარი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს საარჩევნო პროცესებს განსაკუთრებით ზუგდიდში დააკვირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები