„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩერდა. გადაწყვეტილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წასულა.
მათ შორის იყვნენ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია.
პლენარულ სხდომათა დარბაზში ენმ-დან მხოლოდ ნიკა მელია იმყოფებოდა, სხდომას არც „ევროპული საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, მელიას ინიციატივით.
საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტი აძლევს თანხმობას პროკურატურას, რომ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართოს.
გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალი სს კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. საუბარია 20 ივნისს აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები