ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას საარჩევნო ბანერებს, რომლებიც მოსაცდელებზე იყო განთავსებული, თვალზე წითელი საღებავი წაუსვეს,რაც 20 ივნისის სიმბოლოდ მიჩნეულ ლენტს გამოხატავს.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ქუჩაზე დაფიქსირდა. ზუგდიდის მერის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ჯგუფი ადგილზე უკვე იმყოფება და ბანერებს დაასუფთავებენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ წითელი ლენტი იქცა, რომლითაც მანიფესტანტებს ერთი თვალი აქვთ ახვეული. ამით ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იმ ორი ადამიანს, რომლებმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაუზიანდათ და მხედველობა დაკარგეს.
ხელისუფლებამ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაარბია. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი და მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.
ფოტო: ლაივპრესი
მასალის გამოყენების პირობები