„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სადავო უფლებების შელახვა არ დაადგინა. გადაწყვეტილება დღეს,
დაახლოებით, 12 საათზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი.
ტელეკომპანია და მისი ამჟამინდელი მფლობელები სტრასბურგში შემდეგ საკითხებზე დაობდნენ: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები,
საკუთრების დაცვა.
ორი წლის წინ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. თუმცა მალევე, „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რის საფუძველზეც, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები