ახალი ამბები
ჟურნალისტების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრბი ჟურნალისტები საქართველოს მასშტაბით მომუშავე მედია საშუალებები, მათ შორის, რადიო „ათინათი“, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების წარმომადგენლებს მიმართავენ.

მიმართვის ტექსტს, რომელსაც მთავრობის კანცელარიაში დღეს შეიტანენ, უცვლელად გთავაზობთ:


„მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

თემის დასახელების გარეშე მიწვევა განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აყენებს მაუწყებლებს, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ბრიფინგი ჩართონ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტის ფორმატში გააშუქონ. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაზე. გამოწვევის წინაშე დგებიან მცირე მედიასაშუალებებიც, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადაანაწილონ მცირე ადამიანური რესურსი და გაგზავნონ თუ არა ჟურნალისტი ამ ამბის გასაშუქებლად. საერთო ჯამში კი ის ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან ბრიფინგის გასაშუქებლად, არიან მოუმზადებლები და ვერ ახერხებენ ადეკვატური კითხვების დასმას და ინფორმაციას მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ.

ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის არათუ თემა, არამედ თავად ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება.

გვსურს შეგახსენოთ, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. ნაცვლად ამისა, მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმაა. შესაბამისად, თავად მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად, რისი საშუალებაც დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს მედიას არ ეძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადახედოთ მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, ბრიფინგების, პრესკონფერენციის გამართვამდე გარდა გამოცემებთან პირადი კომუნიკაციისა, გამოაქვეყნოთ ანონსი ვებსაიტის მეშვეობით, რათა მედიას არადისკრიმინაციულად მიაწოდოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, მათი სარედაქციო პოლიტიკა მისაღებია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისათვის.

ამასთან მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ჟურნალისტების ინტერესები, მისცეთ მათ კითხვების დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კვალიფიციურად მიწოდება.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების გარდა მიმართვას უერთდებიან შემდეგი მედიასაშუალებები:


1. ტელეკომპანია პირველი
2. რუსთავი 2
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
4. კავკასია
5. პალიტრანიუსი
6. სტუდია მონიტორი
7. რადიო ჰერეთი
8. რადიო თბილისი
9. რადიო ფორტუნა
10. რადიო პალიტრა
11. რადიო მარნეული
12. ინტერპრესნიუსი
13. On.ge
14. ტაბულა
15. პრაიმტაიმი
16. საინფორმაციო ცენტრების ქსელი
17. livepress.ge
18. skeqtri.ge
19. knews.ge
20. media.ge
21. sova.news
22. ქრონიკა +
23. ipress.ge
24. Globalpress.ge
25. FirstNews.ge
26. newpress.ge
27. psnews.ge
28. მედიაჯგუფი “აჭარა p.s.”
29. Kavkazexpressmediacompany.com
30. გურიის მოამბე
31. გურიანიუსი
32. რადიო ათინათი
33. newposts.ge
34. BMG"



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.