თქვენი აზრით, ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი? NDI-ის ამ კითხვაზე რესპოდენტთა 43% პასუხობს, რომ
ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო 0 % აქვს ნიკანორ მელიას, რომელის მიმართ ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 14% კი ამბობს, რომ ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. 9% პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს, ხოლო 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.გამოკითხულთა 68% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ სათანადო ძალა იქნა გამოყენებული.
მასალის გამოყენების პირობები