ახალი ამბები
სამეგრელოში იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის "აკა 47"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ უწყებაში.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.