სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ის კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილიდან დღემდე მუშაობდა.
მანამდე კი უწყებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. წურწუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1990 წლიდან მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები