ახალი ამბები
მესტიელებს რუსეთის იმპერიის მიერ განადგურებული სოფელ ხალდეს სახელის მინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის სურთ
სვანეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერიის მიერ 1875-1876 განადგურებული სოფელ ხალდეს და მისი მოსახლეობის უკვდავსაყოფად მესტიის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის „თავისუფალი ხალდეს“ სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა. მას ხელს 184 ამომრჩეველი აწერს. პეტიცია „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ წევრებმა თამარ ნაკანმა და ლალი პავლიაშვილმა წარადგინეს.

„2020 წლის ივნისში 145 წელი სრულდება ხალდეს აჯანყებიდან - თავისუფლებისთვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა თავგანწირვიდან. ხალდეს აჯანყება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია, ისტორია, წარსული კარგად ვიცოდეთ.

სამწუხაროდ, ხალდეს აჯანყების, საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის შესახებ ბევრმა არ იცის, არ იციან რომ სოფლის მოსახლეობამ (იმ პერიოდში ხალდეში 19 ოჯახი სახლობდა, ძირითადად, 4 გვარის - გასვიანების, ჯოხაძეების, ჩოფლიანებისა და ჩეგიანების წარმომადგენლები) თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლა მეფის რუსეთის რაზმების, 2000 - მდე სამხედროსა და მილიციელის წინააღმდეგ ქვემეხების ცეცხლში გახვეულმა ხალდემ 7 დღე გაძლო. სოფელი მთლიანად გადაწვეს და ააფეთქეს.

ხალდეს გმირების საპატივსაცემოდ შექმნილია შესანიშნავი საფერხულო სიმღერა - "გაულგავხე".

დღეს როცა კვლავ რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში ვართ, რუსეთ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მათ შორის სვანეთის მეზობელი კუთხე აფხაზეთი და კოდორის ხეობა. ასეთი ისტორიების გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერ პირებს მიგვაჩნია, რომ მესტიაში , ერთ -ერთი ცენტრალური ქუჩისთვის თავისუფალი ხალდეს სახელის დარქმევა ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, სვანეთისა და სვანი ხალხის კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისა და ბავშვებში ცნობიერების გაზრდას პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას მათ შორის, გაზრდის ზემო სვანეთის, ხალდეს ტურისტულ მიმზიდველობას და ეკონომიკურად გაძლიერებას მოსახლეობას“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

მეფის რუსეთის წინააღმდეგ ხალდეს მოსახლეობა, რომელიც სულ 19 ოჯახისგან შედგებოდა, 1875-1876 წლებში აჯანყდა. სვანების თავგანწირული ბრძოლის შემდეგ იმპერიამ აჯანყება ჩაახშო. ოკუპანტებმა სოფელი თავის კოშკებიანად გაანადგურეს. ამის შემდეგ სოფელში ცხოვრება აკრძალა და დაცარიელდა. ხალდეს სახელიც გადაარქვეს მას „ახალი იფრარი“ უწოდეს. ხალდელებმა თავიანთ სოფელში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1880 წელს მიიღეს, თუმცა ის კვლავ დაიცალა. დღეს სოფელში მუდმივად არავინ ცხოვრობს და ერთი ოჯახი მხოლოდ ზაფხულობით ჩადის. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.