ზუგდიდის მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ანაკლიაში, სოფლის ცენტრში მდებარეობს აუქციონის წესით გაყიდის.
საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
უძრავი ქონების საწყისი ფასი 1 300 000 ლარი იქნება და მყიდველმა ინვესტიციის სახით 1 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ქონებას აუქციონზე უახლოეს მომავალში, პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ გაიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები