2020 წლის 16, 18, 23, 24 და 29 ივნისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, გაიმართა მორიგი ონლაინ ჩართვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე:
16 ივნისს, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ რეგიონული მენეჯერი, ექიმი-თერაპევტი ნანა ჯიბლაძე თემით „კარანტინიდან გამოსვლა - რჩევები, რეკომენდაციები“. საუბრის თემა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
Covid 19 ეტიოლოგია;
სიმპტომები;
ინფორმაცია კორონავირუსის გადაცემის გზებზე;
პრევენციული ღონისძიებები ვირუსის თავიდან ასაცილებლად;
ნიღბის ტარების წესებისა და დაწესებული რეგულაციაბის დაცვის აუცილებლობა.
18 ივნისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენელი ედიშერ ბაღათურია თემით „ტურიზმის პერსპექტივიბი სამეგრელოს რეგიონში“, რომელიც შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამეგრელოში ტურიზმის სფეროს რეალური მდგომარეობა და არსებული გამოწვევიბი, ტურისტული პოტენციალი და პერსპექტივები.
23 ივნისს, ონლაინ ჩართვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი ირაკლი ჯიქია თემით: „ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი“.
რომელმაც ისაუბრა ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაუზიარა მსმენელბს აქტივიზმის კონკრეტული მაგალითები და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.
24 ივნისის ჩართვა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის სამედიცინო დირექტორი ირინე ფოჩხუა თემით „სკრინინგ ცენტრის სახელმწიფო პროგრამები და მუშაობის სპეციფიკა“, რომელმაც გააცნო მსმენელებს ზოგადად სკრინინგის განხორციელების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობაზე და კონკრეტულად იმ პროგრამებზე, რომელიც ხორციელდება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში.
29 ივნისს, საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ფარცვანია, ასოციაციის მიზნების, პროგრამების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. ჩართვისას სტუმარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნის საჭიროება მოცვის კულტურის კონკურენტიანობის გაზრდისთვის და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის; გააცნო მსმენელებს ასოციაციის მიზნები და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის სასწავლო და გადამზადების პროგრამები.
ონლაინ ჩართვებმა მსმენელთა ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს დასმული შეკითხვები და მნახველთა რაოდენობა.
ჩართვები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
16 ივნისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=199156227964697&ref=watch_permalink18 ივნისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=263414858076287&ref=watch_permalink23 ივნისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=557050231657498&ref=watch_permalink24 ივნისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=1150106458685209&ref=watch_permalink29 ივნისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=567237647494410&ref=watch_permalinkონლაინ ჩართვები ტარდება პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE
მასალის გამოყენების პირობები