საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა
ჩართული. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
ადგილობრივების თქმით, იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც დასახლებული პუნქტს უახლოვდებოდა და რამდენიმე ოჯახს საფრთხეს უქმნიდა, ლოკალიზებულია.
„გუშინდელთან შედარებით დღეს ვსუნთქვათ. ვერტფრენები მოვიდნენ და თითქმის ჩააქრეს. კვამლი ისევ ფიქსირდება, მაგრამ ნაკლებია. ვფიქრობ ამ ეტაპზე საფრთხე არ გვემუქრება“,-გვითხრა იდლიანის მკვიდრმა ავთანდილ კვანჭიანმა.
ინფორმაციისთვის, ხაიშის თემში ხანძარი 5 ივნისს ტყის მასივში გაჩნდა. მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები