გარემოს ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში ნალექისა და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. ამავე ცნობით, 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამასთან, მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატებას, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნებს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვარაუდით, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მასალის გამოყენების პირობები