საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას Covid-19 დაუდგინდა.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახრი ავრცელებს. ამავე ცნობით, გახარია სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.
"31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები