35 წლის
კობა წურწუმიას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, სამი დღის წინ მამა ცივი იარაღით, მოკლა, ბრალი ქუთაისის კლინიკაში წარუდგინეს.
ის ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში რჩება.
წურწუმიას ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს, რომელმაც, შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ოპერაცია ჩაუტარდა. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები