NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 41 %-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება არ სურს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 41% კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, კითხვაზე, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხობს, რომ აიცრებოდა, ასევე 41% აცხადებს, რომ არა, 17% კი ამბობს, რომ არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
NDI-მ კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით ჩაატარა. მასში მონაწილეობა 2,053-მა პირმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები