ირაკლი ღარიბაშვილი: შეზღუდვების 80 % ამ კვირაშივე შემსუბუქდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმრავლესობა მიმდინარე კვირის განმავლობაში შემსუბუქდება.
ამის შესახებ მან პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა.
ამ კვირაში ჩვენ გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და თქვენ მიერ დაყენებული საკითხებიდან 80% შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება. ეს შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებით და მჭიდრო კოორდინაციით", - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე რამდენიმე აკძალვა მოქმედებს, მატ შორისაა გადაადგილების შეზღუდვა ღამის საათებში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა, დახურულ სივრცეებში კვების ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვა და ასე შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები