ზუგდიდში ცენტრალური წყლის მოხმარება დღეიდან ფასიანი გახდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელის დავით ფოცხვერიას თქმით,
მარტში გახარჯული წყლის საფასურის გადახდა აბონენტს აპრილის დასაწყისში მოუწევს. მისივე თქმით, აქამდე დარიცხული გადასახადი განულდება, რადგან ის სახელმწიფომ დაასუფსიდირა.
ინფორმაციისთვის, 1 მ³ წყლის საფასური 0,42 ლარია, ხოლო ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი 0.08 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, მოსახლეობას 0,50 ლარის გადახდა მოუწევს.
წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და სამუშაოებისთვის 94 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო წყალარინების პროექტის განხორციელებას 84 მილიონზე მეტი მოხმარდა. ორივე პროექტი აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები