ახალი ამბები
მადლობა ზუგდიდს ნდობისთვის - ანზორ მელია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ანზორ მელია მადლობას უხდის ამომრჩეველს და მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, ძალადობის და ზიზღის გაღვივებისა, გაბედეს და უარი უთხრეს ოლიგარქიას - ერთი კაცის მსახურებას. მადლობა ჩემს ზუგდიდს ნდობისთვის და სიყვარულისთვის.

წინ მეორე ტურია - აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუგდიდი გახდება ქალაქი, სადაც ადგილი არ ექნება შუღლს, ძალადობას, სიძულვილს. ზუგდიდელები იმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას და მე ამას თქვენთან ერთად შევძლებ. მიყვარხართ, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მე ვიქნები თქვენი, ყველას მერი. დადგა დრო, ზუგდიდი გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი", - წერს ის.

ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 2 ოქტომბერს ანზორ მელიას მხარი 23 930 მოქალაქემ დაუჭირა, რაც საერთო მონაცემის 46.88% შეადგენს. 41.15 % (21 007 ხმა) მიიღო "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა მამუკა წოწერიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.