სალხინოს მონასტერთან დაკავებულმა განკვეთილმა ბერმა და რამდენიმე პირმა პოლიცია დატოვა
მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ რამდენიმე დაკავებულმა,
მათ შორის, განკვეთილმა სასულიერო პირმა პოლიციის შენობა დატოვა. არ გაათავისუფლეს მხოლოდ ერთი პირი, ის სენაკში გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
შსს ცნობით, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. მათ პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ერთი პირი კი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
ასევე, გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
მასალის გამოყენების პირობები