ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას საახალწლო მიმართვა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია საახალწლო მიმართვას ავრცელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ხაზი სწორედ დროულ ვაქცინაციაზე გადის.


"ჩემო ძვირფასებო მიილია 2021 წელი. გასული წელი მარტივი წელი არ ყოფილა - ჩვენი ქვეყანა და რეგიონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ოჯახებიც. უმთავრესი კი კორონავირუსია, რომელმაც უკვე ორი წელია ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ამ ვირუსმა გასულ წელსაც ბევრი ახლობელი დაგვაკარგვინა.

ახლა მთავარი ხაზი ვაქცინაციაზე გადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ ყველას ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად!

მიუხედავად პანდემიისა 2021 წელს ჩვენს რეგიონში გვქონდა მიღწევები სხვადასხვა მიმართულებებით ჯანდაცვის, სოციალური დაცვის ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ეს წინსვლა გაგრძელდება და ჩვენი მიზანია სარგებელი თითოეულმა უბანმა, ქუჩამ, სოფელმა, მოქალაქემ მიიღოს. განვახორციელეთ სხვადასხვა მსხვილი პროექტი, ვზრუნავთ სკოლამდელ, სკოლის, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე - ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ვახდენთ გაზიფიცირებას, წყლის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რეგიონის მუნიციპალიტეტებში. მოვაწყვეთ სპორტის და კულტურის სფეროს ობიექტი. ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სტრტაფების განხორციელებაში. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრი შრომა და მაქსიმალური მონდომებაა საჭირო თითოეული ჩვენგანის, ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანის, რომ დავიბრუნოთ პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე აქვს. მხოლოდ ერთობით, დაუღალავი შრომით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით შევქმნით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის, ჩვენი ოჯახების უკეთეს მომავალს.

ახალი წელი ყველას დღესასწაულია, სიახლის და უკეთესის მოლოდინის თარიღია. გილოცავთ ახალი 2022 წლის შემობრძანებას! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ყველა კეთილი სურვილის ახდენას! ეს დღესასწაულები განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მონატრებულ მოქალაქეებს", - გიორგი გუგუჩია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.