ახალი ამბები
50 ათას ლარამდე ტენდერი გამოაცხადა ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე 48 600 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე ქალაქიდან 360 ცხოველის ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირება და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ შერჩეულმა კანდიდატმა ძაღლები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დაამუშავოს. ასევე, უზრუნველყოს ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მათ ბუნებრივ არეალში დააბრუნებს.

გარდა ამისა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს. ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, 2 წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.