ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დეპუტატი: გახარიას პარტიამ და ენმ-მ პოლიტიკური ქორწილი ზუგდიდში დაამტკიცეს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თაზო ფაცაცია მიიჩნევს, რომ  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობას. ამასთან, ის ამბობს, რომ ამ თანამშრომლობით ყველაზე მეტად „გახარია-საქართველოსთვის“ ამომრჩეველია იმედგაცრუებული.

„დღევანდელი დღე ნამდვილად გამოაშკარავება და ლუსტრაციაა იმ ორი პარტიის, რომელიც ერთი და იგივე იდეოლოგიას ატარებს სხვადასხვა სახელებით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მას დამსგავსებული, უფრო უარესიც კი შემიძლია ვთქვა, არა „გახარია საქართველოსთვის“, არამედ პარტია „გახარია - სააკაშვილისთვის“. ყველა ის ადამიანი არის იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი, რომელმაც მხარი დაუჭირა „გახარია - საქართველოსთვის“. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ნამდვილად სულ სხვა კურსის და სხვა პლატფორმის პარტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გახარია ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მათ პოლიტიკური ქორწილი დღეს დაამტკიცეს ზუგდიდში“, - აღნიშნა ფაცაციამ.

მმართველი პარტიის წევრი შესაბამისი კითხვის პასუხად ამბობს, რომ ენმ-სთან და გახარიას პარტიასთან მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ინტერესებს გამოხატავს.

„მე მეეჭვება ამ ალიანსის ეფექტიანი მუშაობის, რამეთუ მათ თავიანთი ნაბიჯებით უკვე დაამტკიცეს, ერთმა პარტიამ თავისი პოლიტიკური წარსულით, მეორემ მასთან გაერთიანებით, რომ ისინი სიკეთეს არ უქადიან ამ მუნიციპალიტეტს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ, რამეთუ ბოლომდე ყველაანირ საკითხს ისე გავატარებთ, როგორც აინტერესებს მოსახლეობას და ზუგდიდელებს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ზუგდიდში - ის სამალავები, ის უბედურება, ავადსახსენებელი პერიოდი და ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის იმ გარემოებას, რომ ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, რაც დღეს ამ ორმა პარტიამ ზუგდიდში გააკეთა. მათ ამ ტვირთის ტარება მოუწევთ ბოლომდე, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად“, - თვლის თაზო ფაცაცია.

ინფორმაციისთვის, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.