ახალი ამბები
მშვიდობა უკრაინას - ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართა
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, ისე რიგითი მოქალაქეები. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: "საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე", "მშვიდობა უკრაინას", "არ გვინდა ომი" და სხვა. შეკრებილებმა დაგმეს რუსული აგრესია და აღნიშნეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი და დღეს რუსეთი მთელ ცივილურ სამყაროს ებრძვის. აქცია მოძრაობა "დროას" ორგანიზებით ჩატარდა.

"დღეს ამ აქციაზე ვართ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან წარმოუდგენლად დიდი და მასშტაბური აგრესიის მსხვერპლი. ფაქტია, რომ რუსეთი ეწევა სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე და ეს აგრესია არ ეხება მხოლოდ უკრაინას, საქართველოს, არამედ მთელ ცივილურ სამყაროს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ან რუსეთი და ეს ბნელი ძალა გაიმარჯვებს, ან მას დაამარცხებს ცივილური სამყარო. გამოვთქვამ ძალიან დიდ იმედს, რომ უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მონდომებით, ასევე დასავლური სამყაროს მხარდაჭერით რუსეთი დამარცხდება, რაც ნიშნავს, რომ ის დამარცხდება საქართველოშიც და ცივილიზაციასთან, თანამედრვეობასთან ბრძოლაშიც. არ შეიძლება საბჭოთა მეთოდებით დღეს არღვევდნენ ქვეყნების სუვერენიტეტს, ახდენდნენ ტერიტორიების ოკუპაციას", - აღნიშნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ. 

პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

"მინდა გამძლეობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. მათ უნდა იცოდნენ, ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის ქართველები ვართ და ვიქნებით მათ გვერდით. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. რუსეთის დასასრული იქნება სწორედ უკრაინაში", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.