ახალი ამბები
დადიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა (ფოტო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. ინიციატივა ადგილობრივ მომღერალს, ბუბა სორდიას და მის მეგობრებს ეკუთვნის, საორგანიზაციო ხარჯები კი რიგითმა მოქალაქეებმა გაიღეს.

"ზუგდიდის მოსახლეობა გაერთიანდა, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშვიდობისადმი მოწოდების საქმეში. დადიანების მუზუმის უკრაინის დროშის ფერებში განათება არის სოლიდარობა, რომელიც გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს არა", - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ედუარდ ფარცვანიამ. 

უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის საოკუპაციო ძალების არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. დაღუპულია როგორც სამხედრო პირები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის ბავშვები.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.