ახალი ამბები
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რუხის კლინიკაში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვას უზრუნველყოფს
ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენასა და გადაცემას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, რათა ამ უკანასკნელმა მის მმართველობაში არსებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუხის ჰოსპიტალში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა უზრუნველყოს. ამასთან, კარიტასი ხსენებული ჰოსპიტლების შერჩეული სამედიცინო პერსონალისა და დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

"საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზრდება როგორც ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხი სახელმწიფო ჰოსპიტლებში, ისე პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა სოფლის ამბულატორიებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობა საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინტერვენციის დაფინანსებისთვის", - თქვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10 000-11 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის.

"დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე", - ნათქვამია კარიტასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% აღნიშნული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.