ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სერვისის მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და სერვისების ადგილობრივ ბიუჯეტში ინტეგრირებაზე იმსჯელეს.
გიგა ფარულავამ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვისების ადგილობრივ ბიუჯეტში ინტეგრირების საკითხზე საკრებულოს შესაბამის კომისიებზე იმსჯელებენ და განხორციელების გზებს დასახავენ.
ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ხელს უწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ლიდერობას, პროდუქტიულობას და სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებაში.
მასალის გამოყენების პირობები