ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლებში ჩარიცხავენ
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.
შესაბამის მუხლზე “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს და კანონის პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით კი, სწავლის დაწყება შეეძლებათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
მასალის გამოყენების პირობები