ახალი ამბები
სოხუმმა ელექტროენერგიის ტარიფები 2012 წლის შემდეგ პირველად გაზარდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაწესებული ტარიფები თითქმის ორჯერ გააძვირა, წერს გამოცემა "აიაირა". აღნიშნული ცვლილებებით, ფიზიკური პირები კვტ/სთ - ში 90 კაპიკს, იურიდიული პირები - 1.40 რუბლს, ხოლო კრიპტოვალუტის მაინინგის მომხმარებლები - 3,60 რუბლს გადაიხდიან. ეს უკანასკნელი ტარიფი კრიპტოვალუტის მაინინგზე დაწესებული აკრძალვების გაუქმების შემდეგ ამოქმედდება, წერს მედია საშუალება.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

ზამთრის პერიოდში "აფხაზეთს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდებოდა, რაც რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს უზრუნველყოფს, დანარჩენს კი (გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონები) "ვარდნილ ჰესი-1" ამარაგებდა. 31 მარტს კომპანია "ჩერმორენერგომ" მოსახლეობა დააუწყა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოქაჩვა მაღალი ძაბვის ხაზის - "ფსოუს 220 " - ის მეშვეობით შეწყდა, ამჟამად ელექტროენერგია აფხაზეთს მხოლოდ 110 კვ გადამცემი ხაზით მიეწოდება.

ენგურჰესში დაგვიდასტურეს, რომ 1 აპრილიდან რუსეთიდან გამოირთო აფხაზეთის მომარაგება და ახლა დე ფაქტო რესპუბლიკას ისევ მთლიანად ენგურჰესი ამარაგებს. ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი, გადაუხდელი მოხმარება წლების დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადაჭრას აფხაზური მხარე, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს და ჰესსაც მძიმე ტვირთად აწვება.

"რთული სიტუაციაა და ვფარავთ, მაგრამ, გაჭირვებით, იმედი გვაქვს, რომ მალე მოიმატებს წყალი და დათბობასთან ერთად, მოხმარებაც ცოტას მოიკლებს... გათბობის საშუალებებიც ჯერ გამორთული არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინინგი ისევ არის, საკმაოდ დიდი რაოდენობით. გამრიცხველიანება არ ხდება, ფასების აწევა არ ხდება, ჯერჯერობით, რაიმე ხელშესახები, მოხმარების ზრდა მაინც რომ შეჩერდეს, არ ხდება პერმანენტულად იზრდება, ჯერჯერობით მუდმივად იზრდება", - გვითხრა ხუბუამ.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაორმაგების შესახებ დადგენილება 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.

ელექტროენერგიის ტარიფები აფხაზეთში 2012 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.