ახალი ამბები
ფეისბუქზე ზუგდიდელი ექიმის სახელით სააკაშვილის კადაფის მსგავსად დასჯას მოითხოვენ
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მაია ესებუა სოციალურ ქსელში მისი სახელით გამოქვეყნებული კომენტარის ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. სავარაუდოდ, მისი ფეისბუქ გვერდის ანგარიშიდან დაწერილი კომენტარის ე.წ. სქრინი, რომელშიც ესებუა მიხეილ სააკაშვილს ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენიებს და კადაფის მსგავსად დასჯას მიესალმება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მაია კალანდიამ გამოაქვეყნა.

რადიო "ათინათი" მაია ესებუას დაუკავშირდა და სააკაშვილის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით
პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

"ნუ მაწუხებთ, რას გეტყვით იცით? პოლიციაში მქონდა შეტანილი, ჩემი გვერდი გატეხეს და საშინელ დღეში ჩამაგდეს. მაშინ არც ერთი ჟურნალისტი არ მოსულა ჩემთან. არ მაინტერესებს! მე არ გამისინჯავს ის, როგორც ექიმს, გადაიყვანონ, მივესალმები, თუ გადაიყვანენ. მე თუ რამე დავწერე, ჩემი ნებაა. თქვენს თავს მიხედეთ და ხელს ნუ მიშლით მუშაობაში. მიხედავენ მას თქვენს გარეშეც. ჩემი გვერდი იყო გატეხილი და უამრავი კომენტარი იწერებოდა. სხვა საქმე იძიეთ", - გვითხრა მაია ესებუამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვენ. მედიკოსების შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.