ახალი ამბები
აფხაზი დეპუტატები ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნებს" დააკვირდებიან
აფხაზი დეპუტატები სოხუმიდან ცხინვალში "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით ჩავიდნენ. ვენორ ბებია, ბესლან ემურხბა და ალმას აკაბა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდებიან, წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის ცნობით, აფხაზი "პარლამენტარები" სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საერთაშორისო მონიტორინგშიც იღებდნენ მონაწილეობას".

ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება.

ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მეორე ტურში პირველ ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი მოქმედ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს დაუპირისპირდება.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ " საპრეზიდენტო არჩევნებს" არ ცნობს თბილისი, ევროკავშირი, აშშ, ეუთო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, გარდა რუსეთისა და რამდენიმე მისი სატელიტი სახელმწიფოსი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.