ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 602 შემთხვევა დადასტურდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 697 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 97 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 86 222 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 403 PCR ტესტით.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მაისის პირველი რიცხვებიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად ჯამდება და ყოველ სამშაბათს, კვირაში ერთხელ ქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები