ზუგდიდსა და წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გამოიგზავნა.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" ზუგდიდისა და წალენჯიხის მერიებში დაუდასტურეს. მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეების - ბესიკ ჭეჟიასა და თამარ ბელქანიას თქმით, თანხები მუნიციპალიტეტებს სრულად დაუბრუნდება და საკრებულოების ხელმეორედ განხილვას აღარ საჭიროებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 948 ათასი ლარია გამოყოფილი, წალენჯიხის მუნციპალიტეტისთვის კი - 644 ათასი ლარი.
ორივე შემთხვევაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხილვა
დაგვიანდა, რაც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. იყო საფრთხე, რომ პროექტი შეჩერებულიყო, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები